კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი, სესხის გამცემი სუბიექტი და საგადახდო მომსახურების პროვაიდერი.
ნებისმიერი პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება და რომელიც ასეთად არის რეგისტრირებული ეროვნულ ბანკში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი, რომელიც აგროვებს, ინახავს, ამუშავებს და გასცემს საკრედიტო ინფორმაციას პირის შესახებ.
ფინანსური ორგანიზაციის მიერ მსესხებლისათვის შეთავაზებული ნებისმიერი პროდუქტი და მომსახურება.
საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით მიბმულია რაიმე საჯარო ინდექსზე და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული.
სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მსესხებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით.
ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ფინანსური ორგანიზაციის მიერ და წარმოადგენს მსესხებლის მიერ საფინანსო პროდუქტის მიღების, შენარჩუნებისა და მისი სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს.
უძრავი ქონების შეძენის/მშენებლობის/რემონტის მიზნობრიობით გაცემული და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი ან ამავე მიზნობრიობით გაცემული რეფინანსირებული სესხი.
სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხი.
ნებისმიერი მიზნობრიობით გაცემული სესხი, გარდა სამეწარმეო (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო) მიზნობრიობით გაცემული, სატრანსპორტო ან იპოთეკური სესხისა.
სესხი, რომლის მიზნობრიობა ბიზნეს/სამეწარმეო საქმიანობაა, მათ შორის, ვაჭრობის დაფინანსება, სტარტაპ სესხი, სასოფლო-სამეურნეო მიზნობრიობით ან/და ბიზნესის მიმდინარე ხარჯების დაფარვის მიზნობრიობით გაცემული სესხები.
ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი/კრედიტი, გარდა სამეწარმეო მიზნობრიობით გაცემული სესხისა.
სესხი, რომლის მიზნობრიობას უმაღლესი/პროფესიული განათლების გადასახადის დაფინანსება (მათ შორის, საქართველოს ფარგლებს გარეთ) წარმოადგენს და რომლის დაფარვის წყარო მსესხებლის (სტუდენტი/პროფესიული განათლების მიმღები პირი) მომავალი შემოსავლები იქნება.
სესხი, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე მსესხებლის ფინანსური სირთულეების გამო, არსებობს შეთანხმება ფინანსურ ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის.
სესხი, რომლის დაფარვის პირობების შეცვლაზე არსებობს შეთანხმება ფინანსურ ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის და დაფარვის პირობების ცვლილება არ არის გამოწვეული მსესხებლის ფინანსური სირთულეებით.
სხვა პირის სასარგებლოდ სესხის სანივთო (მხოლოდ უძრავი ქონების ფორმით) ან/და ვალდებულებითი უზრუნველყოფა.
მსესხებელის/თანამსესხებლის მეუღლე, შვილი, გერი, მშობლები, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, ასევე, მსესხებელეთან/თანამსესხებელთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი, თუ ამ პირებთან მსესხებელი/თანამსესხებელი საერთო ბიუჯეტით არის დაკავშირებული.