„ანტიკრედიტი“ წარმოადგენს იურიდიული მომსახურების უნიკალურ პლატფორმას - სპეციალიზირებულ სერვისსა და მხარდაჭერას თანხის დაკისრებასთან ან/და უზრუნველყოფის საგანთან დაკავშირებულ დავებში საფინანსო კომპანიების მსესხებლების, თავდებებისა და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეებისთვის. ჩვენი ვმუშაობთ ერთადერთი მიმართულებით - მომხმარებელთა კონსულტაცია და წარმომადგენლობა ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, რაც საშულებას გვაძლევს ვიყოთ უფრო კვალიფიციურები და მხოლოდ საუკეთესო შედეგზე ორიენტირებულები.
„ანტიკრედიტი“ აერთიანებს კვალიფიციურ იურისტებს, რომელთაც პროფესიული გამოცდილება სხვადასხვა ბანკსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში აქვთ მიღებული. ამდენად, ჩვენ კარგად ვიცნობთ გამსესხებელთა ფსიქოლოგიასა და რეალურ განზრახვებს, აგრეთვე მათ საკანონმდებლო და საზედამხედველო ჩარჩოებს და ამდენად, ვიცით როგორ უზრუნველვყოთ მსესხებლების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვა ანტიკრედიტში ყველა საქმე ერთნაირად მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, განურჩევლად კრედიტორის, დავის საგნის ოდენობისა თუ სადაო ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა ფაქტობრივი გარემოებებისა. ჩვენ გვჯერა, რომ სრულყოფილი მომსახურება მოიცავს არა მხოლოდ განცხადებების, საპასუხო წერილების ან/და შესაგებლების მომზადებას ან პროცესებზე წარმომადგენლობას, არამედ სრული პროცესის იმგვარად ორგანიზებასა და წარმართვას, რომ მის ყველა ეტაპზე და ყველა კომპონენტში, მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მსესხებლის საუკეთესო ინტერესები.