პასუხისმგებლიანი დაკრედიტება

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპის არსი და მიზანი

სესხის გამცემი ფინანსური ორგანიზაციები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, რაც იმას ნიშნავს, რომ სესხის გაცემამდე ფინანსურმა ორგანიზაციებმა უნდა მოახდინოს თითოეული მსესხებლის შემოსავლების, ხარჯებისა და ვალდებულებების ანალიზი და მხოლოდ ამგვარი ანალიზის საფუძველზე განსაზვროს ამ კონკრეტულ მსესხებელზე გასაცემი სესხის ოდენობა, გადახდის ვადა და ყოველთვიურად გადასახდელი თანხის მოცულობა.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების მიზანია სესხის აღებით მსესხებელს არ წარმოეშვას ისეთი ფინანსური ვალდებულება, რომლის შესრულებასაც იგი ვერ შეძლებს ჭარბი ფინანსური სირთულის გარეშე.

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ფარგლებში სესხის მომსახურების კოეფიციენტი (სესხზე ყოველთვიური გადასახდელების თანაფარდობა ყოველთვიურ წმინდა შემოსავლებთან) განისაზღვრება შემდეგი პარამეტრებით:

  ყოველთვიური       წმინდა შემოსავ

  სესხი უცხოური ვალუტით

  სესხი ლარით

  <1,000

  20%

  25%

  >=1,000

  30%

  50%

 

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სუბიეტები

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესები ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ ყველა ფინანსურ ორგანიზაციაზე, კერძოდ:

  • კომერციულ ბანკებზე;
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე;
  • სესხის გამცემ სუბიექტებზე;
  • არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირი;
  • საგადახდო მომსახურების პროვაიდერი;

საკრედიტო პროდუქტები / პირები რომლებზეც არ ვრცელდება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპი

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპით განსაზღვრული წესები არ ვრცელდება:

  • ფიზიკურ პირზე, რომლის ჯამური სასესხო ვალდებულებები ფინანსური ორგანიზაციების მიმართ სესხის გაცემის შემდეგ გადააჭარბებს 1,000,000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოური ვალუტით;
  •  გათვითცნობიერებულ ინვესტორზე, ანუ ისეთ ფიზიკურ პირზე, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება, ქონება ან შემოსავალი იმისათვის, რომ მან აიტანოს საინვესტიციო საქმიანობით გამოწვეული ფინანსური ზარალი. გათვითცნობიერებული ინვესტორი არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი, ფინანსური ინსტიტუტის დირექტორი ან სხვა პირი, რომელიც ასეთად აღიარებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
  •  სესხის რესტრუქტურიზაციაზე, თუ იმავდროულად არ იზრდება მსესხებლის არსებული ვალდებულებების მოცულობა (ვალდებულებების მოცულობის ზრდად არ ითვლება სესხ(ებ)ზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი სხვა ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია, ასევე, ნოტარიუსის, საჯარო რეესტრის მომსახურების ხარჯები ან/და სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯი);
  •  სესხის რესტრუქტურიზაციისას ან/და 2019 წლის 01 იანვრამდე გაცემული სესხის რეფინანსირებისას არსებული უზრუნველყოფის საშუალების მესაკუთრის მიერ უზრუნველყოფის საშუალების დამატების ან/და ჩანაცვლების შემთხვევებზე;
  • არსებული სესხის უზრუნველყოფაში წარმოდგენილი უძრავი ქონების ახალ მესაკუთრეზე იმ შემთხვევაში, თუ მოხდა მესაკუთრის ცვლილება;
  • ფიზიკური პირის მიერ სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის სასარგებლოდ თავდებობასა და უზრუნველყოფის საშუალების მიწოდების შემთხვევაზე, თუ თავდები / უზრუნველყოფის საშუალების მესაკუთრე ამავე ორგანიზაციული წარმონაქმნის მმართველი ორგანოს წევრი / პარტნიორი / აქციონერი ან პარტნიორის / აქციონერის საოჯახო მეურნეობის წევრია;

უზრუნველყოფის საშუალების მესაკუთრეზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი გაცემულია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დაცვით და დასტურდება, რომ საჯარო რეესტრში უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებლის/მისი საოჯახო მეურნეობის წევრის საკუთრებაში დამატებით, მინიმუმ, ერთი საცხოვრებელი უძრავი ქონებაა რეგისტრირებული;

ბ)   უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს არასაცხოვრებელი ტიპის უძრავი ქონება, მათ შორის, მიწის ნაკვეთი ან/და კომერციული ფართი;

  • სესხის გაცემამდე უძრავი ქონების არსებულ მესაკუთრე(ებ)ზე, თუ სესხის მიზნობრიობას ამ უძრავი ქონების შეძენა წარმოადგენს;
  • სტუდენტური / პროფესიული განათლების სესხზე, თუ დაკმაყოფილებულია „დაკრედიტების დებულებით“ განსაზღვრული მოთხოვნები;
  • უძრავი ქონების შეძენის მიზნით აღებული იპოთეკური სესხის იმ ნაწილზე, რომელსაც მსესხებელი ფიზიკური პირი დაფარავს მის საკუთრებაში უძრავი ქონების შეძენამდე არსებული და ფინანსური ორგანიზაციის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად;
  •  როდესაც სესხთან დაკავშირებული მოთხოვნა სრულადაა უზრუნველყოფილი მოძრავი ქონებით;
  • როდესაც სესხთან დაკავშირებული მოთხოვნა სრულადაა უზრუნველყოფილი ლიკვიდური ფინანსური ინსტრუმენტ(ებ)ით (მათ შორის, ფასიანი ქაღალდ(ებ)ით) ან/და ფულადი სახსრებით); 
  • როდესაც ერთდროულად ხორციელდება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის რესტრუქტურიზაცია და მსესხებლის მისი საოჯახო მეურნეობის წევრით ჩანაცვლება დამატებითი უზრუნველყოფის საშუალების მიწოდების გარეშე;
  • როდესაც სესხის მიზნობრიობას ფინანსური ორგანიზაციის მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრის ან მისი საოჯახო მეურნეობის წევრ(ებ)ის საკუთრებაში უკან დაბრუნება წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც სესხი უშუალოდ უძრავი ქონების ყოფილ მესაკუთრეზე ან მისი საოჯახო მეურნეობის წევრზე უნდა გაიცეს.

მსესხებლის პასუხისმგებლობა მთელი ქონებით

სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე მსესხებელი მთელი ქონებით აგებს პასუხს იმ შემთხვევაში, თუ:

  • სესხი გაცემულია 2019 წლის 01 იანვრამდე, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი სესხის რესტრუქტურიზაცია გახორციელდა 2019 წლის 01 იანვრის შემდეგ, მაგრამ არ მომხდარა ვალდებულებების მოცულობის ზრდა (ვალდებულებების მოცულობის ზრდად არ ითვლება სესხ(ებ)ზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი სხვა ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია, ასევე, ნოტარიუსის, საჯარო რეესტრის მომსახურების ხარჯები ან/და სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯი);
  • სესხი წარმოადგენს 2019 წლის 01 იანვრამდე გაცემული სესხის რეფინანსირებას და რეფინანსირებისას არ მომხდარა ვალდებულების მოცულობის ზრდა (ვალდებულებების მოცულობის ზრდად არ ითვლება სესხ(ებ)ზე დარიცხული და გადაუხდელი პროცენტის, საკომისიოს, პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი სხვა ფორმის ფინანსური სანქციის კაპიტალიზაცია, ასევე, ნოტარიუსის, საჯარო რეესტრის მომსახურების ხარჯები ან/და სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯი;
  • სესხი გაცემულია 2019 წლის 01 იანვრის შემდეგ პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების პრინციპების დაცვით, მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზის საფუძველზე (მათ შორის, უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, თუკი უზრუნველყოფის საშუალების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებით მოთხოვნა სრულად არ დაიფარა).

მსესხებლის პასუხისმგებლობა მხოლოდ უზრუნველყოფის საგნით

ფინანსური ორგანიზაციის სესხთან დაკავშირებული სასესხო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ ამ სესხის უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციის ან/და დასაკუთრების გზით) განხორციელებით იმ შემთხვევაში, თუ:

  • სესხთან დაკავშირებული მოთხოვნა სრულადაა უზრუნველყოფილი მოძრავი ქონებით;
  • სესხთან დაკავშირებული მოთხოვნა სრულადაა უზრუნველყოფილი ლიკვიდური ფინანსური ინსტრუმენტ(ებ)ით (მათ შორის, ფასიანი ქაღალდ(ებ)ით) ან/და ფულადი სახსრებით); 
  • მიმდინარე სესხი წარმოადგენს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის რესტრუქტურიზაციას, რა დროსაც მსესხებლის ჩანაცვლება მოხდა მისი საოჯახო მეურნეობის წევრით დამატებითი უზრუნველყოფის საშუალების მიწოდების გარეშე;
  • სესხის მიზნობრიობას წარმოადგენს ფინანსური ორგანიზაციის მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების ყოფილი მესაკუთრის ან მისი საოჯახო მეურნეობის წევრ(ებ)ის საკუთრებაში უკან დაბრუნება და სესხი გაცემულია უშუალოდ უძრავი ქონების ყოფილ მესაკუთრეზე ან მისი საოჯახო მეურნეობის წევრზე.

მსესხებლის შეზღუდული პასუხისმგებლობა აგრეთვე გავრცელდება:

  • უძრავი ქონების შეძენის მიზნით აღებული იპოთეკური სესხის იმ ნაწილზე, რომელიც მსესხებელს უნდა დაეფარა, უძრავი ქონების შეძენამდე, მის საკუთრებაში  არსებული და ფინანსური ორგანიზაციის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად;
  • იპოთეკურ სესხზე, თუ მსესხებელის / თანამსესხებლის მიერ შემოსავლის საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღების ფაქტი დასტურდება და, ამავდროულად, სესხის უზრუნველყოფის 70%-იანი კოეფიციენტი დაცულია ფულადი სახსრების სახით არსებული თანამონაწილეობით;